შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შემოდიოდა სარკმელში სხივი

შემოდიოდა სარკმელში სხივი,
გარეთ კი წვიმდა თავისებურად,
ალბათ ტოკავდა ზვირთებში ტივი,
ისევ ბჟუტავდა ძველი ნათურა.

ისევ ვიჯექი და ლექსებს ვწერდი,
არ მასვენებდა მძიმე რითმები,
გამარჯვებული გვერდს მეჯდა ხვედრი,
და დამცინოდა რომ ვერ ვინთები.

რომ გამიწყვიტა სიცოცხლის ნერვი,
რომ ვარ მშფოთვარე იალქანურად,
რომ ჩამეძირა გრძნობების გემი,
ამ ლეშს უმღერის იავნანურად.

ვერ გავექეცი მის ცბიერ მზერას,
ვერც ამ ტკივილებს,ვერც გულის ფეთქვას,
ვიცი დამცინის რომ ვერ ვივიწყებ,
ათასი ქალი,ფიქრში კი ერთთან.

მეხატებოდა წინ მომავალი,
კვლავ უკან ვიხევ,ვერ,ვერ უარგყავ,
და მივდიოდი ტალღებთა შორის,
სადღაცას ვინმეს ალბათ ვუყვარვარ.

შემოდიოდა სარკმელში სხივი,
გარეთ კი წვიმდა თავისებურად,
ალბათ ტოკავდა ზვირთებში ტივი,
ისევ ბჟუტავდა ძველი ნათურა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →