შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მე ანუ ჯალათი

რატომ ავყევი ამ კუპრს და ვნებას,
ეს განცდა ჩემში რად არ ნელდება,
გადავეჩვიე სწორ განსჯას,ხედვას,
თენდება სხვისთვის,ჩემთვის ბნელდება.

გადავუკეტე ყველა გზა მართალს,
მართალს რომელიც იყო გზავნილი,
იმისგან ვინც ცდის ჩვენს ავს და კარგსაც,
მასთან მივდივარ ცოდვის მახვილით.

სად დამხვდებიან ჭეშმარიტ ლამპრით,
მე კი მექნება ცოდვის კალათი,
სინანულისგან წარბ ჩაყრილ თვალით,
ვივლი, არ მოვა სანამ ჯალათი.

ჯალათი არის მისი სიტყვები,
ის განაჩენი მე რომ მომელის,
სიტყვები შედგა ჩემი ფიქრებით,
ჩემი ქმედებით და სურვილებით.

დამისვავს გვერდით,მე ასე მჯერავს,
იქ არ იქნება მუხლის ჩოქები,
შემომთავაზებს სამოთხის შვებას,
ჩემი სურვილით ცეცხლში ვიქნები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →