შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ვერასდროს წახვალ

ნაცვლად იმისა სიყრმე ვიხარო
რისთვის მანახე ადრე სიბერე
თუ არ იქნები რად,სად ვიარო
გადმომაფრქვიე შენი სიკეთე.

ნაცვლად იმისა გვირილებს ვსდიო,
ნაცვლად იმისა მზეს შევჰხაროდე,
სულში რად დაჰქრის შავბნელი სიო
სიკვდილი ადრე რად მომაგონე.

მოდი,განანებ იცოდე ყველას
იმ თითო ღამეს,უჩემოდ ნანახს,
დავაკორტნინებ შენს სატრფოს ძერას,
იცოდე, სხვასთან ვერასდროს წახვალ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →