შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

აღსარება

ჩემი მხიარულება,
ხალისი და ღიმილი,
ყველაფერი ფარსია,
ნიღაბია ტკივილის.

მშვენიერი განწყობა,
სიწყნარე და სიმშვიდე,
ყველაფერი ფლიდია,
მკლავს სევდების სიდიდე.

მუდამ გაუტეხელი,
ყველგან რომ მსდევს სიმართლე,
ესეც დაუჯერელი,
ბევრი რამე ვინანე.

და სიცოცხლით აღსავსე,
წინ კი წყნარი სიბერე,
კვლავ სიცრუით ვარ სავსე,
აწ სიკვდილი ვიგემე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →