შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გარდუვალია ტკივილი ჩემი

ვინ გამახარებს,რა დამამშვიდებს,
გარდუვალია ტკივილი ჩემი,
სადღაც ხის ტოტებს ქარი აკივლებს,
საწოლზე შრება სიცოცხლე ჩემი.

ვერ ჩავუყევი ფიქრებს ბოლომდე
რომ ამოვძირკვო ძირფესვიანად,
ვერ მივაწვდინე ოცნებას თვალი
ნგრევა დავუწყო კოშკებიანად.

თუმცა,არც ფიქრის შეწყვეტა არ მსურს,
იქ ნათელი ხარ როგორც კერია,
ოცნებაც მახვევს იმედის თავბრუს,
იქ არავისი ხელი გრევია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →