შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

აღარ

აღარ მჯერა შეხების და უცოდველი ქალების,
აღარა მწამს ღმერთების და ღვთით მოსილი ჯვარების,
აღარ მესმის ენების და ცრემლით სავსე თვალების,
აღარ ვიცი სად გავექცე ამ მახეებს წამების.

აღარ ვდარდობ შევეგუე ამ მზაკვრობას სვე-ბედის,
აღარ მინდა ეს ტრაგიზმი ტბის დაღუპულ გედების,
აღარა მსურს მე აყოლა ცოდვისა და ვნებების,
აღარ ვცოცხლობ,სარკმელი ვარ შემოსული სევდების.

აღარ ვცდილობ გამთელებას ამ დაგლეჯილ ნერვების,
აღარ ვფოფხავ დასაღწევად გამოსული მდევრების,
აღარ გავალ დასანახად ციდან ფენილ წვეთების,
აღარ ვშფოთავ,დავიღალე, დრო გადის და ვბერდები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →