შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წერილები არსაიდან

მიყვარს ძალიან ბოკაჩო, დანტე.
მიყვარს პუშკინი,ტოლსტოი ბლოკი.
არ ვემსგავსები ვიღაც პედანტებს
ზოგიერთების ენების ლოკვით.
ვკითხულობ ბალზაკს,დიუმას, შილერს.
შემოქმედებითს არ ვცნობ ნაპირებს.
და ვეტყვი ყველა იმ უძღებ შვილებს
მე თქვენი ყველას დედა ვატირე!
ო! ჩემიც მიყვარს ილია,ვაჟა.
გალაქტიონი ხომ არის მეფე.
წერით დაღლილი პაოლოს მაჯა,
რომ არ გიყვარდეს იქნები ხეპრე.
რადგან სხვა არის თვით პოეზია
გონშეშლილები დაღლილი მზერით.
ყველა პოეტი როგორც მესია
ამაღლდნენ ზეცად,ღრუბლების ზევით.
მეც სათქმელს ვანდობ უხმო თაბახებს
დამრჩება თქვენთვის სათქმელი თუ რამ.
თქვენში დავრჩები კაცი რომელსაც
ძლიერ უყვარდა ლიტერატურა.
(წერილები არსაიდან)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →