შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წერილები არსაიდან

არც თუ ისე დიდია
ჩემი პრეისტორია
ვინ ყალბი და ფლიდია
ვიღაც კიდევ სწორია.
ვინ სამყაროს მეფეა
ვიღაც უზურპატორი
ვინ მდიდარი ხეპრეა
ვინ ჭკვიანი პატრონი.
ზოგი ბუდას ლოცვილობს
ვინ ანის და იანის
მაინც შე დალოცვილო
გქვია ადამიანი
მაგრამ გულში ხინჯია
მაგრამ გულში ნაკლია
უნიჭობა ნიჭია
ნიჭი თუ გაქვს_ გაკლია!
.........................
...........................
(წერილები არსაიდან)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →