შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ოჯახს დავლოცავ

ოჯახს დავლოცავ ქართულს და მადლიანს...
ოჯახში კერას ვაჟების აკვანს,
სიკეთის მსურველს, მირონს და ნათლიას...
ქართულ ტრადიციებს, არნახულს სხვაგან.

უფლის წყალობას, ოჯახის ანგელოზს...
ოჯახის ფუძეს, დედაბოძს, კალოს,
გუთანს და ხარებს იმდენხანს გაეძლოს...
რაც საქართველომ დრო-ჟამი განვლოს.

ბარაქა გქონოდეთ, პური და ღვინო...
მარანი სავსე თიხის ქვევრებით,
ვენახში ვაზი გორული, პინო...
დედა ღვთისმშობლის ძალით და ვედრებით.

იყავით ლაღნი, მშვიდობის კალთით,
გევლოთ იქ სადაც სიკეთე მოჩანს...
გული არ გქონდეთ სავსენი დარდით.
ოჯახს დავლოცავ, ამ ქართულ ოჯახს.

ვ.ჯანგველაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →