შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

'' გველი ანკარა ''

George Chkheydze 10 წლის წინ
და როდესაც გაჩუმდება სულყველა
დუმილს არღვევს მხოლოდ მათი ფიქრები ,
ზამთრის სუსხი მოაწვებათ წურბელებს
ჩვენ კი თავზე დაგვაცვივა ფიფქები ..

სულ ჩაქრება ანთებული ლამპარი ,
სძინავს მოხუცს ძილით გაუნდობარით ,
გაღვიძება ალბათ ისევ კოცნებით
მოფერებით , საამო საუბარით ..

ალბათ ისევ პაჩი - პუჩი საწოლში ,
სადაც ვნება ჩვენს სხეულებს სჩვევია
სადაც ნაღდად დიაცს მამაკაცური
ხოლო ვაჟკაცს ქალის ხელი შემოჰხვევია ..

და ისევე განთიადებს მოველით ,
ჯერაც ბნელა , როცა ვანთებთ ჩვენს ჭრაქას
და მძინარე ბავშვსაც ალერსს მივუთვლით
თვალებით რომ ამ სიყვარულს ვერ ვმალავთ ..

ვერ დამალავს ეს თვალები სიყვარულს ,
ანთებული შიგ ჩანს ჩვენი გულები ,
ჩვენ ერთი გვაქვს დაღი ქრისტიანობის
ჩვენ ვარ მხოლოდ ასე დაჩაგრულები ..

ვეფერებით როგორც გუშინ ერთმანეთს ,
თითქოს ვტოვებთ სამუდამოდ , მივდივართ
გვიხარია ერთი გამოხედვაც კი ,
ერთმანეთის ტკივილი და ტვირთი ვართ ..

მაიძულე ხანდახან რომ ვიცინო ,
რადგან წყალნი შემივიდეს სულადმდე ,
ნუ აღვიძებთ , ნუ აღვიძებთ სიყვარულს ,
დე იძინოს ქვეყნის აღსასრულამდე !

მაგრამ ასე ბჟუტავს , დაკრთის სანთელი ,
ვის ცალია ბედი შავი გათვალოს ,
ვის ცალია მისი გაღვიძებისთვის ,
მტრობა უთხრას დაუნდობელ სამყაროს ?

.. აგერ ერთმა ამოიღო ხანჯალი ,
მეორემაც თავის შუბი უბოძა ,
მესამემ კი მთელ სამყაროს ურქინა ,
სხვამ , მეათემ ფარი გადაულოცა ..

ფრთები , ფრთები , ფრთები მიმოფარფატდნენ
ფეხი მიწას ისევ არ დააკარა
გასრიალდა როგორც ერთ დროს იმ ბაღში ,
ჭრელი გველი , მიმოწნული , ანკარა ..

დღეს მე მძინავს , ტბილი ძილი მისურვეთ !
დგება დილა , პირველი დღე , საღამო
დღეს იქმნება უკვე სულ სხვა ქვეყანა ,
დღეს გვიყურებს უკვე სულ სხვა სამყარო !
Laravel

კომენტარი

1
Tkbili dzili..
Satauri simartle gitxrat ar momewona,
tumca radganac yvela leqsi wavikitxe
tqveni leqsic wavikitxe da kidev kargi rom wavikitxe ^_^ dzalian kargi iyo..bravo!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →