შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

'' ძველი უბანი ''

George Chkheydze 10 წლის წინ
ძველი უბანი ნარინჯისფერი
ლამპიონების იქცა ნათებად
გამვლელი გამვლელს გამოესარჩლა :
'' შენსკენ რა ხდება ?''
.. '' შენსკენ რა ხდება ?''


ათოვდა თავზე , ათოვდა მხრებზე
და გულზეც თეთრად თითქოს ათოვდა
რას თხოვდა მტკვარს და რას თხოვდა მეტეხს
იდგა ჩუმად და არას ამბობდა ..


სულს დამძიმებულს ფუჭი ფიქრებით
დავარდნილიყო ისღა ეწადა
და სიგარეტიც მის გრძელ თითებში
სიამოვნებად სულაც არ ჩანდა .


ან ვის უნდოდა ცივი სხეული ,
მისი გონება გაწყვეტილ სიმად ,
ან ეს ჯიბეში ორლარიანი
მუდამ მზად მყოფი მის დასაცინად .


აწია ფრთები და გზა განაგრძო ,
რაც მთავარია გული მრთელია ,
წუთისოფელი ანგელოზისთვის
უბედურება და სიბნელეა ..


ძველი უბანი ნარინჯისფერი
ლამპიონების იქცა ნათებად
გამვლელი გამვლელს გამოესარჩლა :
- '' შენსკენ რა ხდება ?''
- .. ''შენსკენ რა ხდება ?''
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →