ჩანაწერი
Laravel
'' და შენ კოპწია , პატარა ''
და შენ კოპწია , პატარა
ნამის წვეთივით წამწამზე
ჩამოცვარული ზეცა ხარ
გაფრთხიალება , შრიალი
ხარ მოქროლილი ნიავი
მყუდრო და წყნარი ღამისა ,
სევდა ხარ ჩემო პატარავ
გამოცრილ დროთ სიამეში ..
მიდიხარ , ქარი გაცილებს
კრთიხარ და ცეცხლი გენთება
შენ ხარ უმწეო , მძინარე
მე - კოცნით გამოღვიძება
ფარფატა კაბით , შვლის ნუკრი
ციმციმა , ძალზედ თავნება
უმანკო და სასურველი
ვით ფრინველთ ტკბილხმოვანება
ნამის წვეთივით წამწამზე
ჩამოცვარული ზეცა ხარ
გაფრთხიალება , შრიალი
ხარ მოქროლილი ნიავი
მყუდრო და წყნარი ღამისა ,
სევდა ხარ ჩემო პატარავ
გამოცრილ დროთ სიამეში ..
მიდიხარ , ქარი გაცილებს
კრთიხარ და ცეცხლი გენთება
შენ ხარ უმწეო , მძინარე
მე - კოცნით გამოღვიძება
ფარფატა კაბით , შვლის ნუკრი
ციმციმა , ძალზედ თავნება
უმანკო და სასურველი
ვით ფრინველთ ტკბილხმოვანება
Laravel
კომენტარი
0