ჩანაწერი
Laravel
'' ისევ დრამერს ''
ნუთუ ასე უნდა დამიკიდო დრამერ ..
დღეს აგვისტოს ნაღვლიანი დღეა ,
ვათევ ისევ შენზე ფიქრში ღამეს ,
ჩემი ცრემლი გადმოვარდნაზეა ..
დრამერ , ნუთუ აღარ გესმის ჩემი ?
ნუთუ ბრახუნს ვერ გავიგებ შენსას ?
დრამერ , ვიცი ეს ზაფხულის დღენი
რომ შენ უნდა მიაგებო სულ სხვას ..
დრამერ , ჩემი გული ფეთქავს რითმით ,
მიდი , იქნებ ჩაჯდე , მინდა სცადო
მე მინდა , რომ ორი ჯოხით , ლუდით
სადღაც კლუბთან ღამე მოგიცადო ..
და როდესაც დაინახავ ჯოხებს ,
იგრძნობ იმ ძველ , ვირტუოზულ სოლოს
დრამერ , დრამერ , მე გეძახი , გიცდი
ვიცი , რომ შენც გამაგონებ ბოლოს .
დრამერ , იქნებ შენ ხარ ქალი ?
იქნებ ვცდები , რომ დაგსახე კაცად ?
მეკითხები სად მივდივარ , საით ?
გიპასუხებ ჩემო დრამერ : არსად .
და შეხედე ჩემი ლექსის რითმი ,
ნუთუ არ გავს იმ ძველისძველ ჰიტებს ?
დამიჯერე თუ გული გაქვს დრამერ ,
ეს პოემა მიწყივ გაგაღვიძებს ..
დღეს აგვისტოს ნაღვლიანი დღეა ,
ვათევ ისევ შენზე ფიქრში ღამეს ,
ჩემი ცრემლი გადმოვარდნაზეა ..
დრამერ , ნუთუ აღარ გესმის ჩემი ?
ნუთუ ბრახუნს ვერ გავიგებ შენსას ?
დრამერ , ვიცი ეს ზაფხულის დღენი
რომ შენ უნდა მიაგებო სულ სხვას ..
დრამერ , ჩემი გული ფეთქავს რითმით ,
მიდი , იქნებ ჩაჯდე , მინდა სცადო
მე მინდა , რომ ორი ჯოხით , ლუდით
სადღაც კლუბთან ღამე მოგიცადო ..
და როდესაც დაინახავ ჯოხებს ,
იგრძნობ იმ ძველ , ვირტუოზულ სოლოს
დრამერ , დრამერ , მე გეძახი , გიცდი
ვიცი , რომ შენც გამაგონებ ბოლოს .
დრამერ , იქნებ შენ ხარ ქალი ?
იქნებ ვცდები , რომ დაგსახე კაცად ?
მეკითხები სად მივდივარ , საით ?
გიპასუხებ ჩემო დრამერ : არსად .
და შეხედე ჩემი ლექსის რითმი ,
ნუთუ არ გავს იმ ძველისძველ ჰიტებს ?
დამიჯერე თუ გული გაქვს დრამერ ,
ეს პოემა მიწყივ გაგაღვიძებს ..
Laravel
კომენტარი
0