შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

‘’ მინდიხარ ’’

George Chkheydze 10 წლის წინ
ვინ არის გოგონა ჩემს წინ ფანჯარაში ..
სარკმელში შევნიშნე , ცოტა მოვიცადე
სინაზით გადმოდგა ქალწული კოშკიდან
ცეცხლი მოუკიდა ღამეულ სიგარეტს ..

სულ არ გავს ეს ომი იმ ჩვეულ ზმანებებს ,
რომ გვესიზმრებიან და შემდგომ ქრებიან ,
ფანჯრებში ერთმანეთს ეს ჩვენი თვალები
შუქის ნათებაზე ყოველ ღამ ხვდებიან ..

ურცხვად გაიარა საცვალში თავნებამ ,
მე ალი მომედო , შიგანი შემეძრა ,
ვიცოდი ქალღმერთი იდგა ჩემს წინაშე
და მეხატებოდა შიშველი დემეტრა ..

იცვლიდა სამოსელს , და მისი ფანჯრები
ურცხვად ანათებდნენ , სავსენი მუზებით ..
მე ვაახლოვებდი თითო გაელვებას
ვკლავდი ჩემს ვნებებს და მეც ურცხვად ვუმზერდი

შედგა , აიწია თეთრი სამოსელი ,
გამოჩნდა შიშველი და სუფთა სხეული
მისი სიმარტივე , ბავშვივით უმწეო
მე კი ვით ლერწამი ქარისგან რხეული ..

იმ ღამეს დავეცი , როგორც ბავშვობაში
და წმინდა ზრახვები მძივივით დამებნა
ვანძრევდი ლომივით ჩემს ჩამქვრალ ოთახში
ვანძრევდი ..
ან კიდე , მითხარით რა მექნა ?

დამთავრდა ის ღამე , რაც იყო ეს იყო
მშვიდად დავიძინე , მივკოცნე ბალიში
ცოტა დრო გავიდა . ისევ საცვლებშია
ისევ ფანჯარაში . ისევე გავგიჟდი .

იცით , როცა გიჭირს სიტყვების წარმოთქმა
თვალები ამბობენ ენაზე საკმარისს
მე მიჭირს გოგონას ქცევების გამოთქმა ,
თუ სინამდვილეში ეს გოგო რა არის ..

ისევ შენ გიყურებ ლამაზო სარკმელში ,
საცვალში , უსაცვლოდ , მოდიხარ , მიდიხარ
მძალავს გამოთლილი სხეულის ტალღები
და ჩუმად ვჩურჩულებ : ‘’ მინდიხარ , მინდიხარ ‘’ ..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →