შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

„ძილი ნებისა“

George Chkheydze 10 წლის წინ
ძილი ნებისა ლამაზო
ლამაზო , ძილი ნებისა
ძილი კარგია , თუ ძილი
და გაღვიძება გვეღირსა
ძილი ნებისა სიცოცხლევ
არ თქვა , რომ ძილი ძნელია
შენ უძილობას უჩივი
მე დღისით ძილი მჩვევია
ძილი ნებისა კუდრაჭა ,
მაღირსე გადაბრუნება
ძილია , ძილი მთავარი
და არა ''გახახუნება''
ძილი ნებისა გისურვე
და ტკბილი , ტკბილი სიზმრები
მოდი ჯერ მე გადავბრუნდები
შენ კი შუქს აქრობ და წვები
სად არის ძილი გეთაყვა ,
და ანდა ტკბილი სიზმრები
შუქი არ ჩაქვრა იმ ღამეს
და კეთდებოდნენ შვილები .
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →