შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

'' ქალწულება შეუმოსავი ''

George Chkheydze 10 წლის წინ
ქალაქში დუმდა ქალწულება შეუმოსავი
ეფერებოდა საღამოებს ცა ნისლიანი
ათასში ვნახე სურნელება სუნამოსავით
ვიღაც კვდებოდა,ცა ტიროდა, იყო გვიანი
თვალებს ანთებდა მოფენილი ფარდა ცილობის
ფურცლები ირგვლივ ირეოდა ამოფრენილი
წამებს მიჰქონდათ სიდიადე მარადისობის
გუგებში ჩანდა წასულების ბოლო წერილი
დაირასავით გვაწვდიდა ხმებს სიდიადე და ..
დუმდა სულყველა , მოციქული , ქურდი ,მპარავი
ამბავი ცუდი მოდიოდა სხვების მხარიდან
სიტყვა რჩებოდა უგზო-უკვლო, შეუფარავი
გამატიალეს , გამვლელებმა , გამატიალეს
ქართულის ცოდნა ჩემი ჩანდა ნავაგლახარი
გადამიარეს და გამთელეს ძაღლიშვილებმა
წარსული ჩემი მომაძახეს მზერით გამხმარი

( წაიკითხეთ ქვემოდან ზემოთაც , უკუღმა ! )
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →