შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გამოსვლა

1

როცა მიყვარხარ,
არ არსებობს მაშინ სიტყვები,
არის მხოლოდ რაღაც მუსიკა,
ვინ იცის,ვისგან გამოგზავნილი,
ვისგან დაკრული.

2

ისიც არ მახსოვს,
სული რომ სხეულს გაშორდება,
სულს მივყვებით თუ
სხეულთან ვრჩებით,

მაგრამ შენ,
შენ სად უნდა იყო
რომ არ მოგძებნო?!.

გზაც ადგილია,
მაგრამ თვითონაც
მიდის ნამდვილი ადგილებისკენ.

3

ახლა მე ვამბობ,-
არც დრო, დღეები,
არც სეზონები,-
მხოლოდ ცხოვრება არის-მეთქი,
მხოლოდ ცხოვრება,

ისეთი,სულ რომ ვფიქრობ,მჯერა
თითქოს დიდი ხნის,
ძალიან დიდი დროის უკან გარდავიცვალე
და ყველას,ყველას დაავიწყდა
ჩემი დამარხვა,

ან შენ სამარხთან დამიძახე მაშინ:
-გამოდი !
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →