ჩანაწერი
Laravel
ღია კოსმოსში
ღია კოსმოსში
უშორესი პლანეტაც კი,
ადრე თუ გვიან,
შეხვდებიან ხოლმე სივრცეში
და იციან,თუ ახლა არა,
გასცდებიან შემდეგ ერთმანეთს.
იმტვრევიან ამიტომ მუდამ,
ისე, თითქოს მონატრება,კვდომა და დარდი
ამოძრავებდეთ.
დღეს ვნახე ძველი მეგობარი
და,ვიდრე ზუსტად
მოვიფიქრებდით შემდეგ ნაბიჯებს,
ალბათ, ორივეს გაგვახსენდა, იმ დროს საერთო,
კარგად ჩავლილი ცხოვრებიდან
სულ ყველაფერი,
რაც გამოდგა იმდენად მცირე,
რომ მხოლოდ თვალის არიდებას,
ზუგის შექცევას
და ჩვენ-ჩვენი გზით წასვლას ეყო.
უშორესი პლანეტაც კი,
ადრე თუ გვიან,
შეხვდებიან ხოლმე სივრცეში
და იციან,თუ ახლა არა,
გასცდებიან შემდეგ ერთმანეთს.
იმტვრევიან ამიტომ მუდამ,
ისე, თითქოს მონატრება,კვდომა და დარდი
ამოძრავებდეთ.
დღეს ვნახე ძველი მეგობარი
და,ვიდრე ზუსტად
მოვიფიქრებდით შემდეგ ნაბიჯებს,
ალბათ, ორივეს გაგვახსენდა, იმ დროს საერთო,
კარგად ჩავლილი ცხოვრებიდან
სულ ყველაფერი,
რაც გამოდგა იმდენად მცირე,
რომ მხოლოდ თვალის არიდებას,
ზუგის შექცევას
და ჩვენ-ჩვენი გზით წასვლას ეყო.
Laravel
კომენტარი
0