ჩანაწერი
Laravel
მიძღვნა თუშის მოხუც ქალს
ბებოს ხელებით მოქსოვილი, ნასათუთარი,
წინდები, მე რომ მაცვია და სხეულს რომ მითბობს,
შემონახული, როდინდელი მოსაგონარი
ნაზი ღიმილით მოტანილი ჩემამდე სითბო
მე მახსოვს ბებოს,გაცრეცილი ნაზი თითები,
თეთრი კანით რომეხებოდა ხელები ხელებს,
სიყვარულისფრად გავიხსენებ ლამაზ ფიქრებში
ვინ იცის, იქნებ ერთ ღამესაც სიზმარში შევხვდე.
და დამრჩა წმინდა ღვთისმშობელის ჩემთან ხატები
გულით მოძღვნილი საჩუქარი დედა უფლისა,
ბებოს ხელებით მოქსოვილი ჭრელი წინდები
და ის სათუთი მოგონება თბილი სულისა!
თია (თინათინ) ყავრელიშვილი

კომენტარი
0