შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

არწივობას განვიცდი

ასე რომ არ მყვარებოდი,
ალბათ გავცუდდებოდი,
გულში რომ არ ჩამეკარი
ვიცი გავლოდდებოდი.


სიყვარული რომ მასწავლე,
მადლობას რით გეტყოდი
თუკი მე ამ გრძნობისაგან
დიდი არ გავხდებოდი.


შემაბრძოლე სამყაროს და
მიწილადე ნუგეში.
გული ისე გამიდიდე
არ ეტევა ბუდეში.


ცრემლი შენ გადმომადინე
აზრიანი, ფაქიზი...


ისე ამამაღლე შენით
არწივობას განვიცდი.


სიზმრად მომიტოვე თავი,
ვერ ვფხიზლდები, დავქრივარ.
შენ რომ ასე არ მიყვარდე,
მე არ ვიცი რას ვიზამ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →