შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

,,თავმოყვარეობას"

ყველა კარს მივხურავ,
ჩავრაზავ დარაბებს,
ოცნებას ავკრძალავ,
არ ვიტყვი არაფერს.


ვიცი მონატრება
ვისთანაც წამათრევს,
ამიტომ ჩავკეტავ
ამ გულის, ამ სარქმელს.


სათქმელი ბევრია, თუმც
დუმილს არ ვარღვევ,
დაკარგულ სიზმრებს და
იმედებს დავამსხვრევ...


თავს შევიყვარებ და
არ გავცემ არაფერს,
თავმოყვარეობას
მივუძღვნი ამ წამებს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →