შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შუაღამე

შუაღამისას და უფრო შუაღამით

როცა გეხერხება წერა მშვიდად

და ქალაქიც მიეცემა ძილს

შენ გადახედავ არე-მარეს

და დაინახავ ერთადერთ ანთებულ ნათურას

შეამჩნევ ამ შუქზე როგორ მკრთალად აირეკლება

გოგონას თითებში ჩარგული თავი

გვერდით ფინჯანი ჩაით ,ღამენათევი თვალებით და გამოცარიელებული წამლის კოლოფით

ყრუდ გაიგონებ როგორ გათელა მან ფეხქვეშ იატაკი

როგორ შემორჩა ფანჯრის მინას მისი ნერვიული თითების ანაბეჭდი

როგორ აგვიანებ ტრადიციულად და სინქრონულად

და როგორ გეპარება დრო თმაში თეთრი ფერით
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →