ჩანაწერი
Laravel
წვიმის ხასიათი
დაგყვა ხასიათი წვიმის.
ქარში მოზუზუნე სევდის.
სხვა ცის და სხვა მიწის მგზავრსაც,
სულში ფერიები გიზის.
მინდვრებს.., თვალუწვდენელ მინდვრებს,
ირგვლივ მზესუმზირა აკრავს.
ლექსით მოქარგული ხიდი. ...
სადღაც ელვა ტკივილს დაკლავს.
და შენც გადმოლახავ სხვა ცას.
მოხვალ სულ სხვა მიწის მგზავრი.
მე კი მოგაფარებ საბანს...
ღია არ დავტოვო კარი.
მოდი. სანამ ელავს ცაზე,
სანამ ჭექაა და ქუხი.
დაგყვა ხასიათი წვიმის...
ფიქრსაც სევდისფერი უკრთის.
ქარში მოზუზუნე სევდის.
სხვა ცის და სხვა მიწის მგზავრსაც,
სულში ფერიები გიზის.
მინდვრებს.., თვალუწვდენელ მინდვრებს,
ირგვლივ მზესუმზირა აკრავს.
ლექსით მოქარგული ხიდი. ...
სადღაც ელვა ტკივილს დაკლავს.
და შენც გადმოლახავ სხვა ცას.
მოხვალ სულ სხვა მიწის მგზავრი.
მე კი მოგაფარებ საბანს...
ღია არ დავტოვო კარი.
მოდი. სანამ ელავს ცაზე,
სანამ ჭექაა და ქუხი.
დაგყვა ხასიათი წვიმის...
ფიქრსაც სევდისფერი უკრთის.
Laravel
კომენტარი
0