შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დაბადების დღის ლექსი

დიდი ხანია
ხმას აღარ ვცემ იანვრის თოთხმეტს,
და თავს ვიმართლებ
რომ
რიცხვების გაზრდა მაშინებს.
სისულელეა,
როცა წლები ოცდაექვსს ითვლის,
რამეს ვნანობდე,
ან წყეული დრო მაშფოთებდეს.
მხოლოდ უშენოდ დარჩენას და
არ მოსვლას ვდარდობ.
არაფერია , ამ დღეს, შენზე მეტად ძვირფასი.
ახლა ვზივარ და
ხვალ დილისთვის წერილებს გიწერ,
წერილს, რომელსაც
არასოდეს გამოგიგზავნი.
და ასე ხდება,
ვიზრდებით და მივდივართ როცა.
ბავშვობას ვეღარ ვიბრუნებ და ვაბრალებ ასაკს,
რომ აღარ მიყვარს მე იანვრის თოთხმეტი რიცხვი,
რადგან ცივია და დროს, თითქმის, უშენოდ ვკარგავ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →