ჩანაწერი
Laravel
ელენეს
ახლა ერთ სახლში და გვერდიგვერდ ოთახში გვძინავს.
მაინც არ არის საკმარისი სივრცე და ჟამი .
შეენ იისფერი სიზმრებიდან ჩემს ფიქრებს ხედავ.
მე კი პეპლებით ხელისგულზე სიჩუმეს გაწვდი.
და მაინც გვესმის ამოუთქმელ სიტყვათა წყება.
ამოუყრია ფესვებიდან სიმშვიდეს ყლორტი.
აყვავილდება,თან ნაყოფსაც მოისხამს მალე
ეს ერთგულება და სიწმინდე ჩვენს გულში მყოფი.
გადავაბიჯებთ ყველა ჯებირს. ბორკილებს დავხსნით.
ყველა ჩაკეტილ კარს გავაღებებთ , დავაღწევთ აწმყოს.
ახლა ერთ სახლში და გვერდიგვერდ ოთახში გვძინავს,
მაგრამ სიზმრებში ჩემს სიყვარულს გიკითხავ ამ დროს.

კომენტარი
0