შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ექოში დაკარგული

როგორ ხდებიან ყველაზე ახლობელი ადამიანები ყველაზე უცხონი? მთელი სასიცოცხლო ენერგია შეისრუტონ შენგან, და მერე თითქოს არაფერი , თითქოს არაფერი გაგიკეთებია, არც გიარსებია. ერთ წამს სიცოცხლის წყურვილი გაგიმძაფრონ და იმავე წამს სიკვდილი განატრებინონ? როგორ შეუძლიათ განანებინონ ყოველი სიტყვა, ემოცია, ქცევა…
როდის ვკარგავთ საკუთარ თავს იმდენად რომ აღარაფერი გვტკივა ? ვისთვის არის ეს ცხოვრება მარტივი და ხელშესახები ?
და ასე უსასრულოდ დაგროვილ პასუხგაუცემელ კითხვებს მივყავართ არსად, გარდა საკუთარი თავის ზიზღისა და უიმედობისა, რომ ყველაზე უსუსური არსებები ვართ ჩვენ, ვისაც კი ოდესმე საკუთარ თავზე მეტად გვყვარებია ჩვენივე გამოგონილი , საკუთარი ადგილის პოვნაში , რომელიც სამყაროს არასდროს მოუცია .
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →