შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ღამეს გაღვიძება დღესაც დავასწარი

ღამეს გაღვიძება დღესაც დავასწარი
ფიქრით მივესალმე ვარსკვლავ-ლამპიონებს,
გული ისე მიცემს ფერფლად დანაცარი
სუნთქვას მხოლოდ შენზე ფიქრი აიოლებს.

იყო მარტოობა თვე და თანაც ორი
მახსოვს უშენობით როგორ გავტიალდი,
მერე მოხვედი და ცისკრის თანასწორი
სულში შემოიჭერ როგორც განთიადი.

ახლა ისევ ვხედავ როგორ შორდებიან
ჩვენი გულები და სულის სიმარტოვეს
იპყრობს მდუმარება უთქმელ გრძნობებიანს
ჰოდა სიყვარულსაც აღარ იმათხოვრებს.

ღრუბლებს მოპარული ლურჯი ცისკარიდან
დილით მზის სხივებად ზრვის პირს ეფინები
ირგვლივ სუიციდის მწვავე ქრის ქარი და
ნაპირს მოათრევენ ჩემსკენ დელფინები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →