შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

თოვა ფუნჯით ხელში

შორით მიღიმიან მთები თოვლიანი,
მთები შებოჭილი ზამთრის გარინდებით
ალბათ ამოიცნეს სული სევდიანი,
ალბათ მე და მთები ერთად გავფითრდებით.

თოვა ფუნჟით ხელში, მთები ზეცის ტილოდ
ალბათ ჩვენ ორივეს ბედით ეს გვეწერა,
იქნებ ეს ზამთარი უკან მოვიტოვოთ,
სხვაში გადავცვალოთ იქნებ ეს ფერწერა.

თოვლის ფიფქებად მზე, ისე ჩამოცვივა
იხურავს ნაძვნარი თავდახრთ თეთრ მანდილს,
სულამდე ზამთრის შევიცან სიცივე
ვივსები, ვივსები და ბოლო წვეთამდის...

ვიძინებ, სიზმრად კი ნანახით ვთბები და
მიღიმის შორიდან იმედი ფარული,
ცრემლის ღაპაღუბით ორსული მთებიდან
როგორ იბადება ვხედავ გაზაფხული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →