შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დაღამდება და მომაწვება ..

Taso Ksovreli 9 წლის წინ
დაღამდება და მომაწვება
სევდა , ტკივილი...
რომ გათენდება ტკივილს
შეცვლის ღიმილი,
ღიმილს მოუხდება
წმინდა ცრემლები
და ძილისწინ როგორც
ყოველთვის მომენატრები .
ფიქრს რომ შევწყვეტ
სიზმრად მომელანდები
ქარში გაბნეულ გრძნობებს
თავს მოუყრის ისევ
დილა მზიანი ...
მაგრამ დილას კვლავ მოყვება
ღამე ტკივილიანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →