შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დაბრუნდი

თამთა 10 წლის წინ
დაბრუნდი,იყვავილოს სულში იამ,
ბაგემ ჩურჩულით თქვას პრელუდია...
თორემ სეზონია თეთრ პეპლების,
მე კი ხშირი სევდა შემეჩვია.
ზეცა ყოველ ღამე ძაძებს იცვამს,
ცრემლი ვარსკვლავებად ამჩნევია.
სახლთან მონატრების მარხილი დგას,
ერთგულ დარაჯად მყავს ინსომნია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →