შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

... როცა მდინარის ნაპირებს

თაკო 9 წლის წინ
როცა მდინარის ნაპირებს მოჰქონდათ ჩვენთვის,
ამბები მეთევზეებზე, რომლებმაც ნავები დაკარგეს,
იდგნენ პატარა გოგონები და თევზის გარეშე დარჩენილი სახლების სახურავზე,
ხედავდნენ თეთრ ანგელოზებს.
ანგელოზები კი ხედავდნენ პატარა გოგონებს და უმღეროდნენ,
რომ თუ ილოცებენ, ნავები ყოველთვის დაბრუნდებიან.
რომ თუ ჩაეძინებათ, ზღვაში არ წასული ან უკან დაბრუნებული მამები,
ყოველთვის აკოცებენ თეთრ შუბლებზე.
ანგელოზები ხედავდნენ პატარა გოგონებს და უმღეროდნენ.
და უმღეროდნენ, ვიდრე გაიზრდებოდნენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →