შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

იასამნის ხე მინდა სახლში

თაკო 9 წლის წინ
ის ერთადერთი, ჩემი ფერი, სხვას სულაც არ ჰგავს...
მის სურნელს ქარი ფურცლებივით თამამად გაშლის,
მე კი ვამბობ და გიმეორებთ: ( ასე მარტივად!)
სხვა არაფერი,
იასამნის ხე მინდა სახლში.

რომ მისი ჩრდილი ყოველ დილით გადამეფაროს,
რომ მის ტოტებში გაიხლართოს ყველა ზაფხული,
რომ განთიადი მის ფურცლებზე გადაიღვაროს
და იისფერი დაუბრონს სამყაროს, წაშლილს.

იდგება მისთვის, მშვიდი, მაგრამ მაინც მღელვარე
და გაუღიმებს გამოჩენილს თავისვე აჩრდილს...
მე კი ვამბობ და გიმეორებთ: ( ასე მარტივად!)
სხვა არაფერი,
იასამნის ხე მინდა სახლში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →