შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თეთრი თოლიები

თაკო 9 წლის წინ
თეთრი თოლიები, თეთრი თოლიები,
ჩანან, როგორც ცაზე მკრთალი ვარსკვლავები,
ზღვისკენ მიფრინავენ და არ ბრუნდებიან
თეთრი თოლიები, თეთრი თოლიები.

ვიდრე მიეძინათ ტალღებს ნაპირებთან,
ვიდრე ნისლს იპარავს ნაცრისფერი მთები,
დგანან ჰორიზონტის უცვლელ დარაჯებად,
თეთრი თოლიები, თეთრი თოლიები.

სანამ არ აღვიძებს ქვიშას ზღვის ალერსი,
სანამ ფეხშიშველი დარბის გაზაფხული,
მანამ ირწევიან ჩვენგან დასავლეთით,
თეთრი თოლიები, თეთრი თოლიები.

თუ კი ცარიელი ზეცა არ გაექცა,
ამინდს წვიმიანს და ღრუბლებს საწვიმარებს,
სადღაც, სიშორეში თეთრი თოლიების
გუნდი ისევ შეკრავს ძველებურ კამარებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →