ჩანაწერი
Laravel
დედამიწა
სულ სიშავით შეიმოსა ცა და მიწა,
ოცნებებით ფრთები ვეღარ გამიშლია.
ამ ცხოვრებამ თითქმის ყველა ცდა დამიწვა,
ალბათ მალე სუნთქვასაც კი დამიშლიან.
ნაცარივით დაიფერფლა დედამიწა,
არაფერი აღარ დარჩა აქ ფერადი.
თითქოს უკვე მკაფიოდ ჩანს, ვხედავ იმ წამს,
როცა ქვეყნად ღამე ხდება დღის ბელადი.
არაფერი აღარ მიკვირს საოცარი,
აქ ხომ უკვე, უკუღმა წვიმს, უკუღმა თოვს.
სასაკლაოდ გაუხდიათ სალოცავი,
ყველაფერთან თვით დროებაც უკუღმართობს.
ოცნებებით ფრთები ვეღარ გამიშლია.
ამ ცხოვრებამ თითქმის ყველა ცდა დამიწვა,
ალბათ მალე სუნთქვასაც კი დამიშლიან.
ნაცარივით დაიფერფლა დედამიწა,
არაფერი აღარ დარჩა აქ ფერადი.
თითქოს უკვე მკაფიოდ ჩანს, ვხედავ იმ წამს,
როცა ქვეყნად ღამე ხდება დღის ბელადი.
არაფერი აღარ მიკვირს საოცარი,
აქ ხომ უკვე, უკუღმა წვიმს, უკუღმა თოვს.
სასაკლაოდ გაუხდიათ სალოცავი,
ყველაფერთან თვით დროებაც უკუღმართობს.
Laravel
კომენტარი
0