შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ბედნიერებას ვაგროვებ წამ-წამ

თაიელი 10 წლის წინ
ბედნიერებას ვაგროვებ წამ-წამ,
ალბათ შეგროვდა წუთი აქამდე.
რაღაცის მწამს და რაღაცის არ მწამს,
ხშირად მინდება, გავქრე, გავქვავდე.

პესიმისტობის შემიჩნდა აზრი,
გადამიგვარდა ოცნება ჩუმი.
ასეთი ყოფა ჩემს სულში არ ზის,
ვერ ვურიგდები, სიჩუმეს, დუმილს.

შორს სიხარულის წამები ქუხს და
მე აქ სიბნელის, ვეჩვევი სივრცეს.
გული დარდისგან კვლავ შემიწუხდა
და ლამის არის ის ფერფლად იქცეს.

ტვინს საშინელი აზრები მირევს,
გადამიშენდა გონება საღი.
მე ვნადირობდი და მინადირეს,
როცა წამაწყდნენ ცხოვრებით დაღლილს.

ვისაც ცხოვრების მთელ წლებს ვაძლევდი,
იმან ისურვა ჩემგან გაქცევა.
სხვას ვაძევებდი და მე გავძევდი,
მე - მე ვიყავი, ახლა არც მე ვარ.
___
01/08/14
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →