შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ფიქრმა დამასევდი'ანა

თაიელი 10 წლის წინ
ღამევ, ისევ სევდამ შემიტია,
გულო მაპატიე, ვერ დაგიცავ.
ახლა მართალია, მშველის ტყვია,
მაგრამ ვერ დაგტოვებ დედამიწავ.

რადგან სიყვარული შემომიჩნდა,
ზოგჯერ ვახსენდები წამიერად.
მე კი საათობით გჩემობ, მინდა,
მინდა გამიზარდო დარი მეტად
და ამ დასეტყვილი შენობიდან,
ვნახო მზემ რომ სხივი გაიმეტა.

ოდნავ შევეჩვიო სიხარულს და
დარდი გაღიმებად გადავცვალო,
მერე არ დავეძებ, მითხრან თუნდაც,
აღარ მეშველება რადგან ვცალობ.

რადგან კენტობისთვის დავიბადე,
მეც ხომ მსურს მეღირსოს გაღიმება.
რაც რომ ღიმილისთვის გავისარჯე,
სხვისთვის თავგანწირვად აღიქმება.
მეყოს, რაც აქამდე დავისაჯე,
მეყოს სულის დაშლა მკვდარ რითმებად.

მინდა, ყველა-ფერის გათეთრება,
რადგან შავით ამ გულს ვერ დავიცავ.
მთვარევ, რადგან ღამეს ვათევთ ერთად,
ერთად შევიყვაროთ დედამიწა.


18/01/2016
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →