შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

წვეთი ვარ წვიმის

თაიელი 10 წლის წინ
მე მხოლოდ ერთის
ბედი მადარდებს,
მხოლოდ იმ ერთის,
გამო ვარ აქ მე.
მისთვის ყველაფერს,
ყველას გადავდებ,
ჩემს თავს
სიცოცხლეს
გამოვასალმებ.
მე ხომ უბრალო'დ,
წვეთი ვარ წვიმის,
ნელ-ნელა ვიწვი,
ფრთაზე გვირილის.
უკვე დავკარგე
ერთი ნაწილი,
სჩანს შემიწირავს
მასზე ტირილი.
მზე ამაორთქლებს,
უთუოდ მომკლავს,
გაშავდებიან
ზეცად ღრუბლები.
იმედს არ ვკარგავ,
იმისა, რომ კვლავ,
მასთან ოდესმე,
მე დავბრუნდები.


23/01/2016
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →