შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

რწმენა

თაიელი 10 წლის წინ
გაუარესდა სამყარო,
ფერი იცვალა შავისკენ.
არ მსურს ფარ-ხმალი დავყარო
და მეც ცხოვრება გავრისკე.

ოპტიმისტობა არ მშვენის,
თუმცა სხივს ვუცდი არ მოსულს.
მწამს ხმას გავიგებ მაშველის,
აზრს გამიფანტავს ქაოსურს.

მაგრამ ჯერ მგონი ადრეა,
ყველაფერს დრო აქვს თავისი.
სხივი ცად მობინადრეა
და მოდის შემდგომ დაისის.

ალბათ ის უცდის სიბნელეს,
როცა ხსნის უკვე არ სჯერათ.
მაშინ ცად შუქი იელვებს
და ვიტყვი, - ვცოცხლობ ამჯერად!

27/02/2014
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →