შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

რომ დავიფერფლე

თაიელ თოდუა 10 წლის წინ
რომ დავიფერფლე,
საუბედუროდ შენ ქარად გაჩნდი,
აღარ მაცალე ჩემი სხეული შემეკოწიწა.
შენ დამამსგავსე წლების მანძილზე უგულო აჩრდილს,
სულიც მარტივად ამოგიცლია შენვე კოცნიდან.

მაგრამ თანდათან დრომ შემცვალა,
ანა'ც პირიქით,
მე შევცვალე...
შენს გასაკვირად აღვსდექ ნაცრიდან.
გაბრაზებულმა შენკენ სავალე ვლეწე ბილიკი,
ყველა გზა ვლეწე, რაც გადიოდა უფლის ტაძრიდან.

12.01.2016
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →