შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ჩემო გოგოვ

თაიელ თოდუა 10 წლის წინ
მიყვარს არაფერი, ისე როგორც შენი,
შენი თვალებიდან ზეცის გაბრწყინება.
გეტყვი;_ გაღიმება, ჩემო გოგოვ, გშვენის,
შენი დარდი მკლავს და მლეწს ის ნაწილებად.
მე რომ შემძლებოდა ჩემთან მოგიწვევდი,
მერე გვირილებით გვირგვინს დაგიწნავდი.
ცაზე მოკიაფე ვარსკვლავს მოგიწყვეტდი,
შენი ღიმილისთვის თავსაც გავწირავდი.
მსურდა სამუდამოდ შენით მეარსება,
შენი "მიყვარხარო" ჩემი გამეხადა,
თუმცა, მე შენს გულში რიგით მეასე ვარ,
ამით ნათქვამია როგორ დამერხა და
როგორ გადამაგდო ბედმა სანაგვეზე,
მსურდა შენი თვალი, გოგოვ, დამეხატა,
სანამ გეძახი და ისევ სანამ გეძებ...
Laravel

კომენტარი

4
Yvelaze magrad es momewona rac wavikitxe;) magrad wer ese ganagrdze:*
მადლობა, გაიხარე...
უნიჭიერესო, უსაყვარლესო და უთბილესო შენ :) :*
იგივეს ვიტყოდი შენზე, საოცრებავ! :*
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →