შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქალი

თაიელ თოდუა 10 წლის წინ
ქალი აირია, ქალი დაირია,
ქალის სახეობა ათასნაირია.
ქალი სიცოცხლეა, ქალი სიკვდილია,
მე ამ ორ ქალს შუა, თოკითაც მივლია.
ქალი ჯოჯოხეთი, ქალი სამოთხეა,
ბევრ ქალს შეუძლია ვულკნის ამონთხევა.
ქალი მამაცია, ქალი თვალთმაქცია,
ქალმა ჩემი გული, სულ შავ ქვად აქცია.
ქალი უშიშარი, ქალი დაუცველი,
მისი ფანტაზია ყოვლად დაუცლელი.
ქალი მშვენებაა, ციხე-დარბაზია,
ის ხომ ჩვენი უფლის, ბევრგზის ნააზრია.


29.12.2010
Laravel

კომენტარი

1
Magaria esec rogorc sxvebi
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →