შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ყველაფერს დავარქვათ სახელი...

თაიელ თოდუა 3 წლის წინ
* * *
ყველაფერს დავარქვათ სახელი...
მიდიხარ, მეცლები, - ვიცი მე.
სიგარეტს ვეწევი, ვახველებ,
მაწვება ფიქრების სიმძიმე.

თუ გინდა მოვკვდები და კიდევ
მითხარი გექნება თუ თხოვნა.
თოკი სარკმლის ახლოს დავკიდე,
გარეთ წვიმს, მისთვისაც უცხო ვარ.

ყველასთვის უცხო ვარ ახლა და
ყველასთვის ზედმეტი, - ვიცი მე.
მოშავო ფიქრები დახვავდა,
ვიძინებ. იწვიმე, იწვიმე...

2017
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →