შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არაპოეტები

თაიელ თოდუა 9 წლის წინ
გტკიოდეს უნდა ლექსი
და გიძვრებოდეს გულში.
წერა ასეთი მესმის
და დღეს,
პოეტებს თუ ვშლი,
მხოლოდ იმიტომ, მხოლოდ
რომ მსახიობებს გვანან!
ყველა თითქოსდა გლოვობს,
რამე აწუხებთ განა?!
არა,
არა და არა!
კმარა,
არადა კმარა!..
Laravel

კომენტარი

1
აუუ ეს მომწონს ❤:heart_eyes:
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →