შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რას არ იტყვიან

თაიელ თოდუა 9 წლის წინ
რას არ იტყვიან,
შეიძლება პირდაპირ გითხრან,
რომ არაფერი გამოგივა,
თურმე საერთოდ.

მაგრამ ყბედობა
არ გრძელდება იცოდე დიდხანს,
შენ ამ სიტყვებზე,
იხუმრო და უნდა გაერთო...

თავი აწიე
და უჩვენე სამყაროს ზეცა,
უჩვენე როგორ
შეიძლება ოცნება ახდეს.

შენ შეიძლება,
"სექენდ ჰენდის" სამოსი გეცვას,
მაგრამ გვერდით კი,
მოკაშკაშე ვარსკვლავი გახლდეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →