შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მიწად სიმშვიდე ამოვიდე

თაიელ თოდუა 3 წლის წინ
* * *
მიწად სიმშვიდე ამოვიდე,
უნდა მივაღწიო სახლამდე.
თუმცა გზად ყელში ამოვიდნენ
სიტყვები, რომლებსაც ვმარხავდი.

თითქოს ივნისში გამითოვდა,
ყინვა მოედო ბაღ-ვენახებს.
მამა საფლავსაც დამითმობდა,
მე ასეთი რომ დავენახე.

მთელი გზა ისე გადავლახე,
გზაზე არაფერი მინახავს.
იმ სიტყვებს ისევ დამარხავენ,
ამ გულში საფლავებს ვინახავ.

2020
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →