შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მე - სიგარეტით ხელში

თაიელ თოდუა 3 წლის წინ
* * *
მე - სიგარეტით ხელში,
ძალზე უხეში წვერით,
შენით, ძვირფასო, შეშლილს,
უფრო შემშლიან წლები.

ვწვები, ბალახის სუნი,
ცაზე ღრუბელთა წყება.
და ფიქრს მივყავარ სულ იქ,
სადაც გულს შენით ვკვებავ.

მხოლოდ ასე ვარ მე შინ.
გიცდი, დრო გამყავს წერით.
კვლავ სიგარეტი ხელში
და კვლავ უხეში წვერი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →