შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

იმდენი იგლოვა

თაიელ თოდუა 3 წლის წინ
* * *
იმდენი იგლოვა, ცრემლები დაუშრა და
უდაბნოს დაემსგავსნენ თვალები.
მერე მეზობლები ამაზეც აუშარდნენ
და სხვასთან პარალელს ავლებენ.

იმან სიკვდილამდე შავით იარა და
შენგან კი ცრემლებიც არა ჩანს.
უნდა მოითმინო, ქვრივი გქვია რადგან,
რათა სიყვარული გადარჩეს!

ხმა ვერ ამოიღო და თავი დახარა,
ოცი წლის ქალია ჭაღარით.
გულში გრიგალი და თვალებში საჰარა,
აღარც აქ არის და აღარც იქ...

2016
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →