შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

თავს ვერავის შევადარებთ

თაიელ თოდუა 3 წლის წინ
* * *
თავს ვერავის შევადარებთ,
ეს ცხოვრება უკუღმართად წარიმართა.
გეზს ვერ ვაძლევთ, ვერა და ვერ.
ჩვენ უნიჩბო ნავი გვმართავს,
ქარი გვმართავს,
წყალი გვმართავს,
კლდეც კი ჩვენ წინ აღიმართა.
პატრონები დაემატა,
ყველა კუთხე დანისლულა.
გადაგვთელონ, დაე, მათაც,
დაე, გაშრეს წყალი სრულად.
მაინც არაფერი გვშველის,
დაე, გაქრეს, რა კი ქრება.
რადგან ვერ ვისწავლეთ ხელის
ერთმანეთზე ჩაკიდება.
უკვე აღარაფრის მჯერა,
ჰოდა, არ ღირს დახანება.
რადგან ვერ ვისწავლეთ ჯერაც
ერთმანეთის დახმარება.
თავს ვერავის შევადარებთ,
ეს ცხოვრება უკუღმართად წარიმართა.
გეზს ვერ ვაძლევთ, ვერა და ვერ.
ჩვენ უნიჩბო ნავი გვმართავს,
ქარი გვმართავს,
წყალი გვმართავს,
კლდეც კი ჩვენ წინ აღიმართა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →