შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ერთმანეთისგან, რაც უფრო შორს ვართ

თაიელ თოდუა 3 წლის წინ
* * *
ერთმანეთისგან, რაც უფრო შორს ვართ,
მოგონებები უფრო ფასობენ.
არ შეგვიძლია მისვლა და მოსვლა
და რომ არ გავქრე, უნდა გახსოვდე.

შემოვაქსოვე აწყმოს წარსული,
სევდას იმედი შემოვაქსოვე
და საკუთარ თავს თითქოს გარს ვუვლი,
მხოლოდ იმიტომ, შენ რომ მახსოვდე.

ჩაკეტილია ყველა კარი და
როგორღაც ისრებს მაინც მასობენ.
თუ უბედობას ვერ გადავიტან,
შენ ბედნიერი დამიმახსოვრე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →