შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ტყეში, იმ ქოხთან...

თაიელ თოდუა 4 წლის წინ
* * *
ტყეში,
იმ ქოხთან,
ძველისძველ ქოხთან,
დღეს საშინელი ამბავი მოხდა.
ხეები წუხდნენ,
მდინარე წუხდა,
ხელები ეწყო მოხუც კაცს მუხლთან.
წაქცეულიყო ბებერი მუხა
და უხაროდა მხოლოდღა ბუხარს.
ზეცა ქუხდა და ქარი კიოდა,
ხმები ისმოდა საიქიოდან,
ყვიროდნენ ერთხმად;
- შემდეგი შენ ხარ! შემდეგი შენ ხარ!

ძალიან ვწუხვარ.
დღეს საშინელი ამბავი მოხდა,
ტყეში,
იმ ქოხთან,
ძველისძველ ქოხთან
წაიქცა მუხა.

2019
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →